საკონტაქტო ფორმა მიმართულებები GPS კოორდინატები დაგვიკავშირდით საფოსტო მისამართი
როგორ მოვხვდები აქ
საქართველო და ბათუმი

 

ისტორია

საქართველო მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთით და მისი სახელწოდებაა საქართველოს რესპუბლიკა.

საქართველო გაერთიანებული ერების კავშირის, ევროპის საბჭოს, მსოფლიოს სავაჭრო პალატისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი ქვეყანაა, ასევე საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე ერთ-ერთი აქტიური პრეტენდენტია.

ქვეყანას ჩრდილოეთით რუსეთი, სამხრეთით - აზერბაიჯანი და სასომხეთი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით კი თურქეთი ესაზღვრება. ქვეყნას დასავლეთით შავი ზღვა აკრავს.

ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქია. 2002 წლის მონაცემებით ბათუმის მოსახლეობა 121,806 ადამიანს შეადგენს. თუმცა მოცემული ციფრი იცვლება ზაფხულობით, როცა ბათუმში ბევრი ჩამომსვლელია როგორც სამუშაოდ ასევე დასასვენებლად.

ბათუმი საპორტო ქალაქია, აქ მოქმედი რკინიგზა და ბუნებრივი აირის ხაზი კი ბათუმს მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად აქცევს.

სოფლის მეურნეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რასაც შესაფერისი კლიმატური პირობები უწყობს ხელს. უკანასკნელ წლებში ბათუმი იქცა მნიშვნელოვან ტურისტულ ქალაქად თავისი ლამაზი ტროპიკული ბაღებითა და მიმზიდველი ბუნებით.

 

Bookmark and Share
Design & Development Dortgoz Design Studio