სასტუმრო სპუტნიკ ბუტიკი სულ რაღაც 3 კმ არის დაშორებული აჭარის დედაქალაქ ბათუმიდან და ზღვის დონიდან 200 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
სასტუმროს კომპლექსი ბათუმ გორაზეა განლაგებული საიდანაც ქალაქ ბათუმის შესანიშნავი ხედი იშლება.
მთლიანი კომპლექსი გადაჭიმულია 9.308 კვ. მ. მთავარი შენობა, რომელსაც გარს ტროპიკული მცენარეების ბაღი არტყია, ოთხსართულიანია და დაარსებიდან 25 წელს ითვლის.
ამჟამად სასტუმრო სპუტნიკ ბუტიკი 3 ვარსკვლავიანი სასტუმროა, თუმცა დიდი განახლებითი სამუშაოების შემდეგ რომლებიც ოქტომბრის თვეში იგეგმება, სპუტნიკი ნამდვილ ბუტიკ სასტუმროდ გადაიქცევა.
თურქული და ინტერნაციონალური თავისებურებებით გამორჩეული სტუმართმოყვარეობის გარდა სასტუმრო ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსა და გარემოს გთავაზობთ. სასტუმროს როგორც უცხოელები ასევე ადგილობრივი დამსვენებლები სტუმრობენ.
შპს ”დელტა ჯორჯია” დაარსდა ბათუმში”დელტა ინშ.სან.ვე თიჯ. ა.შ” -ს მიერ, რომელმაც სასტუმრო სპუტნიკ ბუტიკი 2011 წლის აპრილში გამოისყიდა.











